აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის F-16 გამანადგურებლების ტექნიკური მომსახურებისა და შესაბამისი აღჭურვილობის $621.9 მილიონად მიყიდვა დაამტკიცა.
უწყების განცხადებით, ამ შესყიდვას ბელგია, დანია, ნიდერლანდები და ნორვეგია უკრაინის ერთობლივი მრავალეროვნული პროგრამის, JUMPSTART-ის ფარგლებში დააფინანსებენ. აღსანიშნავია, რომ გარიგებაში აშშ-ის საბიუჯეტო სახსრები ჩართული არ იქნება.
სახელმწიფო დეპარტამენტმა დააზუსტა, რომ პაკეტი პიროტექნიკურ და მყარსაწვავიან ამძრავ მოწყობილობებს, ლაბორატორიულ აღჭურვილობას, ასევე ამ პროდუქციის ტრანსპორტირების მხარდაჭერას მოიცავს.
უწყების განმარტებით, ეს პაკეტი დაემატება ადრე განხორციელებულ შეთანხმებას, რომლის ღირებულებაც კონგრესის მიერ დაწესებულ ზღვარს არ აღემატება.
























