მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰანს კლუგე: "საქართველო გახდება მე-4 ქვეყანა WHO-ს ევროპის რეგიონში, რომელიც ვაქცინას COVAX-ის საშუალებით მიიღებს"

604bd05ec0730
თამთა ჯიჯავაძე
13.03.21 00:35
815
საქართველო გახდება მეოთხე ქვეყანა WHO-ს ევროპის რეგიონში, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას COVAX-პლატფორმის საშუალებით მიიღებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული დირექტორი, ჰანს კლუგე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„ახლახან შევხვდი ევა კადილის, როდესაც UNICEF-ის მომარაგების გლობალური განყოფილება საქართველოში გასაგზავნად ვაქცინას ამზადებდა“, - წერს ჰანს კლუგე.

ცნობისთვის, ევა კადილი UNICEF-ის მომარაგების განყოფილების ხელმძღვანელია.

საქართველოში ვაქცინის პირველ პარტიას დღეს დილით ელოდებიან. ვაქცინაცია კი 15 მარტს უნდა დაიწყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები