ჰავაი მოგზაურობის წესებს ამკაცრებს, რადგან კორონავირუსის შემთხვევები ზრდას განაგრძობს. ასევე გაზრდილია საავადმოყოფოებში მიმართვიანობა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა ინფიცირების 200 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა 2 ადამიანი.
„ჰავაიზე კორონავირუსის ახალი შემთხვევები ნამდვილად გაიზარდა. მოგზაურობასთან დაკავშირებული აკრძალვების შემოღება ჩვენს მიზანს ნამდვილად არ წარმოადგენს... მას შემდეგ რაც გავიხსენით, ვეღარ ვახერხებთ მოსახლეობის დაცვას და ინფიცირების შემთხვევებიც იზრდება. ამან ძალიან გაგვიცრუა იმედი“,- განაცხადა გუბერნატორმა დავიდ აიგმა.
გუბერნატორის განცხადებით, 11 აგვისტოდან კუნძულზე იმოქმედებს მოგზაურობასთან დაკავშირებული აკრძალვები, რომელიც ვიზიტორებს დაავალდებულებს 14-დღიანი კარანტინის გავლას.