ჰავაის კუნძულ მაუიზე ხანძრის გამო გარდაცვლილთა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ასობით ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
"ეს დაუჯერებელი დღეა, მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა "მნიშვნელოვნად გაიზარდოს", - განაცხადა ჰავაის გუბერნატორმა ჯოშ გრინმა, რადგან მსხვერპლთა იდენტიფიცირებისთვის ექსპერტიზა კვლავ გრძელდება.
ჰავაის გუბერნატორის განცხადებით, ეს ხანძარი არის ყველაზე დიდი ბუნებრივი კატასტროფა ჰავაის შტატის ისტორიაში. მისივე თქმით, აღნიშნულმა ხანძარმა გაანადგურა ისტორიული ქალაქი ლაჰაინა.