მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალიფორნიაში ტყის ხანძრებმა საცხოვრებელი სახლები გაანადგურა და ევაკუაცია გამოიწვია

კალიფორნია

კალიფორნიაში მეხანძრე მაშველები ტყის ხანძრებს ებრძვიან. ცეცხლმა, რომელიც პარასკევს გაჩნდა, უკვე გაანადგურა რამდენიმე სახლი. სტიქიის ზონიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მრავალი აბონენტი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

სამხრეთ კალიფორნიის სანაპიროზე სწრაფად გავრცელებულმა ტყის ხანძარმა სულ მცირე ექვსი ძვირად ღირებული უძრავი ქონება გაანადგურა, რის გამოც ათასობით მოქალაქე იძულებული გახდა, ტერიტორია დაეტოვებინა.

ოლქის სახანძრო სამსახურმა სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა, რომ ე.წ. "ნორტეს ხანძარმა" დაახლოებით 188 ჰექტარი ფართობი გადაწვა, პრესტიჟულ სან-ხუან-კაპისტრანოს მუნიციპალიტეტში კი სულ მცირე ოთხი საცხოვრებელი სახლი დააზიანა.

უწყების ცნობით, მეხანძრეები "ცეცხლს როგორც მიწიდან, ისე ჰაერიდან აქტიურად უტევენ". ხელისუფლებამ მოსახლეობას არაერთხელ მოუწოდა, მოერიდონ სტიქიის ზონას.

"ნორტეს ხანძარი" სანაპირო ქალაქ სან-კლემენტეში დაიწყო და ძლიერმა ქარმა ის სან-ხუან-კაპისტრანოსკენ წაიღო.

აშშ-ის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა (NWS) მასშტაბური ხანძრებისა და ცეცხლის სწრაფი გავრცელების მაღალი რისკის შესახებ გააკეთა გაფრთხილება, განსაკუთრებით ლოს-ანჯელესისა და ვენტურას ოლქებში, ასევე სან-ლუის-ობისპოსა და სანტა-ბარბარას მთიან რეგიონებში.

ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს ძლიერი "სანტა-ანას" ქარები, ჰაერის დაბალი ტენიანობა და სეზონისთვის შეუფერებლად მაღალი ტემპერატურა. სინოპტიკოსების ცნობით, მთებში ქარის სიმძლავრე საათში 80-110 კილომეტრს აღწევდა, ხოლო სანაპირო და დაბლობ რაიონებში - საათში 55-90 კილომეტრს.

ხელისუფლებამ ელექტროენერგიის მიწოდება ელექტრონაპერწკელბის გაჩენის რიკის შესამცირებლად შეწყვიტა. შედეგად, შტატში ათასობით მომხმარებელი დენის გარეშე დარჩა.

ხანძრის ზუსტი მასშტაბები და გამოწვეული ზარალი ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები