მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა რუსეთის სახმელეთო ძალებს და სამხედრო სტრუქტურებს სანქციები დაუწესა

აშშ

აშშ-მა რუსეთის სახმელეთო ძალებს, სამხედრო სტრუქტურებს, კომპანიებსა და რუსეთის ხუთ მოქალაქეს სანქციები დაუწესა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეზღუდვები დაწესდა რუსეთის მთავარი სარაკეტო და საარტილერიო სამმართველოს, 1061-ე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრის და რუსეთის სახმელეთო ძალების წინააღმდეგ. აშშ-ის სანქციები ასევე ვრცელდება ჩამოთვლილი სუბიექტების უფლებამონაცვლე პირებსა თუ შვილობილ კომპანიებზე.

გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსულ კომპანიებს International Invest Company-ს და Gedion Alpha Company-ს. მიღებული ზომებით აშშ-ის სამთავრობო უწყებებს ეკრძალებათ სანქცირებული სუბიექტებისგან საქონლის ან მომსახურების შესყიდვა, მათთვის დახმარების გაწევა ან იარაღის მიყიდვა.

სანქციები ძალაში 24 ივლისს შევიდა, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს, 4 აგვისტოს გამოაქვეყნა დოკუმენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები