დეველოპერული კომპანია Haven Capital-ი, რომელიც პრემიუმ კლასის საცხოვრებელ პროექტებს ახორციელებს, ბაზარზე ახალ პროექტს - Haven Fields-ს წარადგენს - ახალი დეველოპერული პროექტის დეტალებზე გადაცემა "საქმიან დილაში" კომპანიის დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა, სერგი აბაშიძემ, და გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელმა, მარიამ ქავთარაძემ ისაუბრეს.
მათი თქმით, კომპანიის მიზანია, შექმნას ისეთი საცხოვრებელი სივრცეები, რომლებიც ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და გრძელვადიანი ღირებულების შექმნაზეა ორიენტირებული. როგორც სერგი აბაშიძე აღნიშნავს, კომპანიის ამოსავალი წერტილი საცხოვრებელი სივრცის ფუნქციური და ემოციური დატვირთვის გაერთიანებაა.
"ჩვენი მთავარი მიზანი არის მომხმარებელს არა მარტო უძრავი ქონება, არამედ ცხოვრების ახალი სტანდარტი შევთავაზოთ – მეტი სივრცე, მშვიდი გარემო და ბუნებასთან სიახლოვე. ზუსტად ამ პრინციპებით და ხედვებით ჩვენ ვავითარებთ ჩვენს პირველ პროექტს – Haven Fields-ს ტაბახმელაში", - ამბობს ის.
პროექტის გეოგრაფიული მდებარეობისა და კონცეფციის შერჩევისას გუნდმა ყურადღება როგორც თბილისის ცენტრთან სიახლოვეზე, ისე ეკოლოგიურ და კულტურულ ასპექტებზე გაამახვილა. მარიამ ქავთარაძე განმარტავს, თუ რატომ შეჩერდა არჩევანი კონკრეტულად ტაბახმელაზე.
"პროექტი ტაბახმელაში 16 ინდივიდუალური სახლის მშენებლობას ითვალისწინებს. ეს არის პრემიუმ დასახლება, ქალაქის ცენტრიდან 15 წუთის სავალზე. თითოეულ სახლს ექნება კერძო ავტოფარეხი, გამწვანებული ეზო და ტერასა ულამაზესი ხედებით ქალაქზე.
ეს გამორჩეული ლოკაცია ჩვენს მომავალ მობინადრეებს აძლევს საშუალებას, იყვნენ ქალაქთან ძალიან ახლოს და ამავდროულად იცხოვრონ ბუნებასთან ჰარმონიაში. ტაბახმელა შემთხვევით არ აგვირჩევია. ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული ლოკაცია იქიდან გამომდინარე, რომ მას აქვს ძალიან დიდი ისტორიული წარსული. სწორედ აქ იყო სამეფო კარის საზაფხულო რეზიდენციები და ასევე თამარ მეფის შვილი, ლაშა-გიორგი დაიბადა ზუსტად აი აქ. ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ თავად სამეფო კარი ირჩევდა ტაბახმელას", - აღნიშნა მარიამ ქავთარაძემ.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება რელიეფის თავისებურებებსა და თითოეული მობინადრის პირადი სივრცის ხელშეუხებლობას დაეთმო.
"თითოეული სამსართულიანი სახლი 291 კვადრატული მეტრია. აქვს კერძო გამწვანებული ეზო, კერძო ავტოფარეხი, და მესამე სართულზე გვაქვს ტერასა, საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედები იშლება თბილისზე.
ჩვენი მთავარი ნიშა არის, მომხმარებელს შევუქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც გრძელვადიან ღირებულებას შექმნის როგორც საინვესტიციოდ, ისე საცხოვრებლად. ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის ჩვენი გუნდი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს დეველოპერულ სფეროში. ჩვენ ვიცით, რა არის კარგი პროექტი, როგორ უნდა შეიქმნას ის, როგორ უნდა მიდიოდეს მშენებლობის ეტაპები სწორად და ზუსტად აი ამ ყველაფრით ჩვენ ვქმნით ღირებულებას, რასაც ჩვენს მომხმარებელს ვაძლევთ", - ამბობს სერგი აბაშიძე.
რაც შეეხება პროექტის დასრულების ვადებს, კომპანიის გაყიდვების მენეჯერის თქმით, მშენებლობა 2027 წლის მარტში დასრულდება: "ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური სამშენებლო სამუშაოები. ყველაფერი აბსოლუტურად არის გაწერილი გეგმის მიხედვით, და პროექტის დასრულება იგეგმება 2027 წლის მარტში, მწვანე კარკასის მდგომარეობით. ფაქტობრივად მზა მასალა იმისთვის, რომ ჩვენმა მომავალმა მომხმარებლებმა შეძლონ საკუთარი იდეალური სახლის შექმნა ბუნებასთან ჰარმონიაში, დავამატებდი."
პროექტის კომერციულ მხარესა და გადახდის სქემებზე საუბრისას, მარიამ ქავთარაძე ასევე აღნიშნავს, რომ კომპანიას, პარტნიორ თიბისი ბანკთან თანამშრომლობით, მომავალი მობინადრეებისთვის შეთავაზებები და გადახდის მოქნილი პირობები აქვს.
"ახლა გვაქვს წინასწარი გაყიდვების შეთავაზება ჩვენი მომავალი მცხოვრებლებისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ ფაქტობრივად კერძო სახლის შეძენა შეუძლიათ ცენტრალური უბნის ბინის ფასად და შეუძლიათ დაზოგონ 60 000 ლარამდე. გვაქვს ძალიან კარგი, მოქნილი გადახდის პირობები. წინასწარი შენატანი არის 15%, ასევე გვაქვს შიდა უპროცენტო განვადება და ჩვენი პარტნიორი ბანკის – თიბისი ბანკის იპოთეკური სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე", - ამბობს მარიამ ქავთარაძე.



























