მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HeidelbergCement Georgia: შევეცდებით მაქსიმალურად შევინარჩუნოთ დასაქმებულები

5e93829315fcc
ვიქტორია მღებრიშვილი
13.04.20 10:01
1066
„შევეცდებით მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ჩვენს კომპანიაში დასაქმებული პროფესიონალი და გამოცდილი კადრები, ძალისხმევას არ დავიშურებთ რომ კომპანიამ ნაკლები ზაიანით დააღწიოს თავი ამ კრიზისულ პერიოდს „ - განუცხადა BM.GE-ის „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ რეალიზაციისა და მარკეტინგის დირექტორმა ირაკლი მახარობლიძემ მათ ბიზნესსაქმიანობაზე COVID-19-ის გავლენაზე საუბრისას.

„ამ კუთხით ვცდილობთ მაქსიმალურად მომზადებულები ვიყოთ, თუმცა შემცირებული რეალიზაცია, დოლარის და ლარის გაცვლითი კურსის შედეგად გამოწვეული ცვლილებები ძალიან მძიმედ აწვება წარმოებას.

რაც შეეხება თანამშრომლებთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებს, ვეცდებით რაც შეიძლება დიდი ხნით შევინარჩუნოთ ეს ხალხი და არ მოხდეს მათი პირდაპირი შემცირება. შეიძლება დროებით იქნას გარკვეული ზომები მიღებული, მაგალითად შვებულებები, სამუშაო გრაფიკის ცვლილება და ა.შ. ვეცდებით რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეული იყოს დასაქმებულთათვის ეს პროცესი და ისევ და ისევ იმედს გამოვთქვამთ, რომ კრიზისი ისეთ ვადებში ამოიწურება, რომ არ დადგება ამ ზომების მიღების საჭიროება- განუცხადა BM.GE-ის ირაკლი მახარობლიძემ.
როგორც კომპანიის რეალიზაციისა და მარკეტინგის დირექტორი აღნიშნავს, მთელი საქართველოს მასშტაბით კომპანია პირდაპირი გზით, დაახლოებით 1 200-ს ადამინს ასაქმებს.

„ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ სამი ძირითადი ბიზნეს მიმართულებით ოპერირებს: კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში, ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში, ასევე ნედლეულის მომპოვებელ 4 კარიერს, სადაც მოიპოვება კირქვა და სხვა საჭირო ნედლეული მასალა. კომპანიას აქვს 14 ბეტონის ქარხანა მთელი საქართველოს მასშტაბით - 7 თბილისში და დანარჩენი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. გვაქვს ინერტული მასალების წარმოებაც. „ჰაიდელელბერგცემენტი“ კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში“ - აცხადებს კომპანიის რეალიზაციისა და მარკეტინგის დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები