მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Heineken-ი 8,000-მდე სამუშაო ადგილს შეამცირებს

6023ea0f4d9d5
ნათია თაქთაქიშვილი
10.02.21 18:34
743
მსოფლიოში ცნობილი ლუდის მწარმოებელი კომპანია Heineken-ი აცხადებს, რომ კომპანია 8,000-მდე სამუშაო ადგილს შეამცირებს, რაც Heineken-ის მთლიანი სამუშაო ძალის 10%-ია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, Heineken-ი აცხადებს, რომ სამუშაო ადგილების შემცირება კორონავირუსის გამო გამოწვეულ გაყიდვების ვარდნას უკავშირდება. "ჰეინეკენის" აღმასრულებელმა დირექტორმა დოლფ ვან დენ ბრინკმა განაცხადა, რომ 2020 წელი "უპრეცედენტო უკუსვლის“ წელი იყო, რადგან მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ბარები დახურულია, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში, ალკოჰოლის გაყიდვაზე აკრძალვა დროებით დაწესდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის ზარალმა 2020 წელს 109 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2019 წელი 1.15 მილიარდი ევროს წმინდა მოგებით დახურა.

კომპანიამ რესტრუქტურიზაციის გეგმების შესახებ გასული წლის ოქტომბერში დაანონსა და მათი განცხადებით, Heineken-ი ამ ქმედებით მომდევნო სამი წლის განმავალობაში 2 მილიარდამდე ევროს დაზოგვას გეგმავს. ლუდის მწარმოებელი კომპანიის ვარაუდით, მათ პროდუქციაზე მოთხოვნა 2021 წლის განმავლობაში ნაწილობრივ აღდგება, ხოლო პანდემიამდელ მდგომარეობას 2022 წლისთვის დაუბრუნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები