მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Helio.AI - პირველი ინოვაციური სტარტაპი საქართველოს HR ეკოსისტემაში| იაკო ჯიქია ქალების ნარატივში

ხელოვნური ინტელექტი კადრების შერჩევის პროცესს ძირეულად ცვლის და ქართული ტექნოლოგიური კომპანია Helio.AI ამ გლობალურ ტრანსფორმაციაში სულ უფრო მყარ პოზიციებს იკავებს. ადგილობრივ ბაზარზე სადაზღვევო, საფინანსო, რითეილ, ჰოსფითალითი და სამედიცინო სექტორების ფაქტობრივად სრულად ათვისების შემდეგ კომპანიამ სომხეთსა და უზბეკეთშიც მნიშვნელოვანი წილი დაიკავა. დღეს Helio.AI განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და ევროპის ბაზარზე იწყებს პოზიციონირებას: მას უკვე ჰყავს მომხმარებლები ბრიტანეთსა და მოლდოვაში. ამასთანავე, საერთაშორისო რეკრუტინგულ კომპანიებთან დაწყებული პარტნიორობა ქართულ სტარტაპს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უხსნის გზას, რასაც თავად გუნდის გაფართოებაც მოჰყვა. რამდენად ერგება ქართული პროდუქტი ევროპული ბაზრის მკაცრ მოთხოვნებს და რა საოპერაციო გამოწვევები ახლავს გლობალურ მასშტაბირებას?

სტუმარი: იაკო ჯიქია - Helio.AI-ს თანადამფუძნებელი და CEO

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები