მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჰელიოს ენერჯიმ“ პარკინგის ელ-სადგურის მშენებლობა დაასრულა - რა ღირს პროექტი?

64689ac3cf2ab
ნანუკა ნარიმანიძე
20.05.23 17:35
2456
რამდენიმე დღის წინ „ჰელიოს ენერჯიმ“ თბილისში 166.3 კვტ სიმძლავრის პარკინგის ელ-სადგურის მშენებლობა დაასრულა, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა თორნიკე დარჯანიამ BM.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„სადგურის მშენებლობა დასრულებულია, მსგავსი 166.3 კვტ სიმძლავრის პროექტების ღირებულება უხეშად 165 000 დოლარამდე ჯდება, სადგური წლიურად 233 მგვტ.სთ ენერგიას გამოიმუშავებს, რაც, დაახლოებით, 77 000 ლარის დანაზოგია. პროექტში გამოყენებულია ორმხრივი ე.წ. bifacial პანელები. პარკინგის მზის ელექტროსადგურები ძალიან საინტერესო გადაწყვეტაა, გარდა იმისა, რომ მზის ელექტროსადგურია, ავტოსადგომი მომხმარებლის ავტომობილს იცავს გადახურებისგან, სეტყვისგან და ა.შ.“, - განმარტავს ის.

ამასთან, დამფუძნებელმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანია მსგავს პროექტზე კიდევ მუშაობს.

„მსგავსი პროექტი გვაქვს ფუდსერვისის, „სპარის“ დაკვეთით, 380 კვტ სიმძლავრის პარკინგის მსგავს მზის ელ-სადგურს ორხევში ავაშენებთ. გარდა ამისა, მოკლე ვადებში შეკვეთაში გვაქვს 3 მგვტ სიმძლავრის სადგურების აშენება და ვმუშაობთ, რომ შემდეგი 4-5 თვის განმავლობაში დავდგათ ეს სიმძლავრე", - დასძინა მან.

ცნობისთვის: ცნობისთვის, „ჰელიოს ენერჯი“ ექვსი წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები