მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰექტარზე პესტიციდების გამოყენებით, საქართველო EaP-ის ქვეყნებს უსწრებს

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან საქართველო 1 ჰექტარზე გამოყენებული პესტიციდების რაოდენობით მოწინავე პოზიციაზეა. FAO-ს შეფასებით, 2020 წელს საქართველომ ერთ ჰექტარზე ყველაზე მეტი - 6,26 კგ. პესტიციდები გამოიყენა, მაშინ როცა მსოფლიოში პესტიციდების გამოყენების საშუალო მაჩვენებელი ჰექტარზე 1.8 კგ-ია. ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსის მიხედვით, ერთ ჰექტარზე 1,74 კგ. პესტიციდი გამოიყენა მოლდოვამ, 1,27 კგ. სომხეთმა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებმა ერთ ჰექტარზე 1 კგ.-ზე ნაკლები პესტიციდები გამოიყენეს. ამ მხრივ, ყველაზე მდგრადი სოფლის მეურნეობა აზერბაიჯანს ჰქონდა, სადაც მისი მოხმარება ჰექტარზე 0,23 კგ.-ს შეადგენს. პესტიციდების ერთ სულ მოსახლეზე მოხმარების თვალსაზრისით, ყველაზე დიდი მოთხოვნა - 0,83 კგ. მოლდოვაში დაფიქსირდა, მას მოსდევს საქართველო (0,72 კგ.), უკრაინა (0,56 კგ.), ბელარუსი (0,49 კგ.), სომხეთი (0,22 კგ.) და აზერბაიჯანი (0,05 კგ.). რამდენად საგანგაშოა საქართველოს მაჩვენებელი და როგორ ვითარდება ორგანული მეურნეობა ქვეყანაში?

სტუმარი: მარიამ ჯორჯაძე - "ელკანას" დირექტორი;