მოდის სახლ Hermès-ის მემკვიდრე, რომლის ქონებაც $11 მილიარდადაა შეფასებული, გეგმავს, რომ გარდაცვალების შემდეგ სიმდიდრის ნაწილი თავის 51 წლის მებაღეს დაუტოვოს, - ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი შვეიცარიული გამოცემა Tribune de Genève-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, პუეში, რომელსაც მეუღლე და შვილები არ ჰყავს, მებაღესა და მის ოჯახს თავისი სიმდიდრისა და უძრავი ქონების პორტფელის დაახლოებით ნახევარს უტოვებს. პუეშის ქონების წმინდა ღირებულება $11.5 მილიარდია, მებაღეს კი სიმდიდრის ნახევრის დატოვებამდე, მილიარდერმა უკვე გადასცა უძრავი ქონება მაროკოში და ვილა შვეიცარიაში, რომელთა ჯამური ღირებულება $6 მილიონია.
ინფორმაციისთვის: პუეში ტიერი Hermès-ის მეხუთე თაობის მემკვიდრეა, ადამიანის, რომელმაც 1837 წელს ძვირად ღირებული მოდის სახლი Hermès-ი დააარსა. Hermès-ი მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ფუფუნების საგნების ბრენდია, პუეში კი კომპანიაში 5%-იან წილს ფლობს.