თბილისში საფლავების რიცხვი წლიდან წლამდე მზარდია, სულ უფრო ნაკლები რესურსი გვრჩება ამ მიმართულებთ. სიტუაციას კი დამატებით საფლავების ქაოტური განაშენიანება ართულებს, შესაბანისად დაახლოებით 2 წლის წინ თბილისის მერის მოადგილემ სოფო ხუნწარიამ BMG-ისთან დედაქალაქში სასაფლაოების სივრცითი მოწყობის საკითხზე ისაუბრა და განმარტა, რომ სივრცითი მოწყობა განსხვავებული ვიზულით უნდა განხორციელდულიყო, ამასთან მერის მოადგილე საფლავების აღწერაზეც საუბრობდა, რომელიც ჯიპიესებით ხორციელდებოდა.