ჰეშბანკი წარმოგიდგენთ საზღვრებს გარეთ თანხის გაგზავნისა და მიღების შეუფერხებელ საშუალებას. ბანკის პლატფორმაზე უკვე ხელმისაწვდომია მარტივი, უსაფრთხო და სრულად ციფრული სერვისი. ეს სიახლე გლობალური ფინანსური სექტორის უახლესი ინოვაციების ინტეგრირების შედეგია.
ბანკის არჩევისას საერთაშორისო გადარიცხვები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც უპირატესობას ციფრულ სერვისებს ანიჭებს. ადგილობრივი ტრანზაქციების მსგავსად, მომხმარებლები საერთაშორისო დონეზეც იმავე მარტივ და ინტუიციურ გამოცდილებას ელიან.
სწორედ ამ მოლოდინის საპასუხოდ, ჰეშბანკი ნერგავს ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც საერთაშორისო გადარიცხვებს ყოველდღიური ციფრული ბანკინგის გამჭვირვალე და ბუნებრივ ნაწილად აქცევს.
ჰეშბანკის ხედვაა, საბანკო სფეროში ახალი ციფრული სტანდარტი დაამკვიდროს. არსებულ სერვისებზე საერთაშორისო გადახდების შესაძლებლობის დამატებით, ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა საზღვრებს გარეთ თანხის გაგზავნა და მიღება შეუფერხებლად, უსაფრთხოდ და გამჭვირვალედ შეძლონ“, — აღნიშავს მაია ხელაძე, ჰეშბანკის გადახდებისა და ოპერაციების დირექტორი.
ეს სტრატეგიული ნაბიჯი ეფუძნება საერთაშორისო გადახდებისთვის გლობალური ინდუსტრიული სტანდარტების ინტეგრაციას, რაც უზრუნველყოფს სიზუსტეს, შესაბამისობასა და შეუფერხებელ თანამშრომლობას საბანკო პარტნიორებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით — ამასთან, მთავარ ფოკუსში კვლავ მომხმარებლის გამოცდილება რჩება.
შედეგად, ჰეშბანკი საერთაშორისო გზავნილებისთვის ქმნის სანდო და სრულად ციფრულ გარემოს, რითაც კიდევ ერთხელ ამყარებს ბანკის ვალდებულებას — გამოიყენოს საუკეთესო ფინანსური ინფრასტრუქტურა მომხმარებლის საკეთილდღეოდ.
ამ სერვისის სრულყოფისთვის ჰეშბანკმა დანერგა გლობალური ფინანსური ქსელის — Swift-ის მოწინავე ტექნოლოგიები, მათ შორის:
- მონაცემთა ავტომატიზაცია (SwiftRef): უზრუნველყოფს მიმღების მონაცემების ავტომატურ შევსებას, რაც ზრდის სიზუსტეს და გამორიცხავს მექანიკურ შეცდომებს.
- წინასწარი ვალიდაცია (Swift Payment Pre-validation): გადახდის ინსტრუქციების წინასწარი შემოწმება, რაც ამცირებს შეცდომებს და უზრუნველყოფს პროცესის ეფექტურობას გადარიცხვის ყველა ეტაპზე.
- უსაფრთხოების გაძლიერებული ინსტრუმენტები (Swift KYC Registry): აძლიერებს გადამოწმების (Due Diligence) პროცესებს და უზრუნველყოფს გლობალურ რეგულაციებთან სრულ შესაბამისობას.
ეს შესაძლებლობები ამცირებს დამუშავების დროს, ოპერაციულ შეფერხებებსა და ტრანზაქციების ჩავარდნის რისკს, რითაც აუმჯობესებს საერთაშორისო გადარიცხვების საერთო გამოცდილებას.
ამ გლობალურად აღიარებული ფუნქციონალის დანერგვით ჰეშბანკი აძლიერებს საერთაშორისო კავშირებსა და საოპერაციო სრულყოფილებას. ამასთანავე, მხარს უჭერს შეუფერხებელ, უსაფრთხო და მომხმარებელზე ფოკუსირებულ საზღვრებს გარეთ გადახდების გამოცდილებას.
ჰეშბანკის შესახებ:
სს „ჰეშ ბანკი“ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული, ახალი თაობის ციფრული ბანკია. საერთაშორისო გამოცდილების მქონე გუნდით დაკომპლექტებული ბანკი სრულად არის ორიენტირებული ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და მომხმარებლის გამოცდილების გამარტივებაზე. ჰეშბანკი აერთიანებს ფიატ (fiat) და ციფრულ აქტივებს ერთ სწრაფ და მოქნილ აპლიკაციაში. ბანკი იყენებს ფინანსური შეტყობინებების გლობალურ სტანდარტებს, რაც საერთაშორისო გადახდების ეფექტურ და უსაფრთხო დამუშავებას უზრუნველყოფს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.hashbank.ge.




























