მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჰესის მშენებლობისას არ უნდა დაიზაროს არც მთავრობამ არც ინვესტორმა მეტი კომუნიკაცია“ - ლაშა პაპაშვილი

604371aaa70a6
ვიქტორია მღებრიშვილი
07.03.21 10:00
999
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი Forbes Talks-ში სტუმრობისას ქვეყანისთვის დიდი ენერგოპროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სახელმწიფომ ამ ნაწილში მოსახლეობასთან უნდა ითანამშრომლოს.

„როდესაც შენ რაღაც უშველებელ ჰესს აშენებ ადგილობრივ მოსახლეს ყოველთვის ექნება პროტესტი. ამიტომ არ უნდა დაიზაროს არც ინვესტორმა და არც მთავრობამ, კეთილი უნდა ინებო და მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს, მათი პრობლემების მოგვარება... თუ ქვეყანას სჭირდება სოფლის გადასახლება, თუ ამის ეკონომიკური დასაბუთება და კრიტიკული საჭიროებაა ამაზეც უნდა წავიდეთ, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ვიღაცას ცხოვრება გაუფუჭო. ყოფითი პრობლემები უნდა მოუგვარო მათ. ისტორიულ ძეგლებს არ უნდა შეეხო“, - ამბობს ბიზნესმენი.