ჰილარი კლინტონის თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა. როგორც CNN იუწყება, შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ნიუ-იორკიდან ვაშინგტონში American Airlines-ის კუთვნილი ლაინერით მიემგზავრებოდა, როცა აფრენიდან რამდენიმე წუთში ეკიპაჟმა გაუმართაობა შენიშნა, რის გამოც პილოტმა უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო და ავარიულად დაეშვა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ფაქტს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელები შეისწავლიან.
მგზავრები ვაშინგტონში სხვა რეისით გაუშვეს.