მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Hilton-ი სამუშაო ადგილების 22%-ით შემცირებას გეგმავს

5ee9e523eef97
ნათია თაქთაქიშვილი
17.06.20 15:30
889
სასტუმროების ქსელი Hilton-ი სამსახურიდან 2,100 თანამშრომლის გაშვებას გეგმავს, რაც დასაქმებულთა, დაახლოებით, 22%-ია. Hilton-ის მენეჯმენტის განცხადებით, მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა, რის შედეგადაც, შემცირებულია მოთხოვნა მოგზაურობასა და სასტუმროებზე. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„Hilton-ის არსებობის 101-წლიან ისტორიას მსგავსი გლობალური კრიზისი არ ახსოვს, რომელმაც ინდუსტრია გააჩერა“, - განაცხადა Hilton-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტოფერ ნესეტამ.

ამერიკის სასტუმროების და განსახლების ასოციაციის განცხადებით, სასტუმროების ბიზნესმა აშშ-ში 30 მილიარდი დოლარის ოდენობის შემოსავალი დაკარგა და 10 სასტუმროდან 6 სასტუმრო თავისუფალია.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებები, ასევე, გააკეთეს Hyatt-მა და Marriott-მა.

გამოცემის მიხედვით, მიუხედავად კრიზისული მდგომარეობისა, მაისში ინდუსტრიაში მდგომარეობა უმნიშვნელოდ გაუმჯობესდა, რადგან სექტორმა  აპრილში დაფიქსირებული 7.7 მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვის შემდეგ 2.5 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა მოახერხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები