მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ჰილტოპ ჰოტელ მენეჯმენტ ჯგუფი“ ბაკურიანში თქვენი კომფორტული დასვენების გარანტია

ჰილტოპ ჰოტელ მენეჯმენტ ჯგუფი
06.02.24 15:04
1388

გასულ წელს ბაკურიანში ახალი 4 ვარსკვლავიანი სასტუმროჰილტოპ ჰოტელ მენეჯმენტ ჯგუფიგაიხსნა, სადაც კომფორტული ნომრები, სამჯერად კვებაზე გათლილი მრავალფეროვანი მენიუ და მყუდრო და სასიამოვნო გარემო გელოდებათ.

თორნიკე გიორგაძე(ჰილტოპ ჰოტელ მენეჯმენტ გრუპისდამფუძნებელი): ჩვენს ჯგუფს ბაკურიანში საქმიანობის დიდხნიანი გამოცდილება აქვს, აპარტამენტებით დავიწყეთ, რამდენიმე წელია გვაქვს სასტუმრო და გასულ წელს ჩვენი ჯგუფის სახელით გავხსენით მეორე სასტუმროჰილტოპ ჰოტელ მენეჯმენტ ჯგუფი“, რაც საკმაოდ მაღალი დონისაა და აქვს არაჩვეულებრივი ადგილმდებარეობა.

_რა გამოგარჩევთ ბაკურიანში მდებარე სხვა სასტუმროებისგან?

ჩვენი სასტუმრო მდებარეობს ზუსტად 25-იანების ეზოში, რაც მოგეხსენებათ, ბაკურიანში საუკეთესო ლოკაციაა. ზაფხულის სეზონისთვის ირგვლივ უამრავი ატრაქციონი და გასართობი საშუალებაა ბავშვებისთვის, რაც შეეხება ზამთარს, ჩვენს სასტუმროსთან ძალიან ახლოსაა სასრიალო ტრასა, სადაც ბავშვები თხილამურებზე დადგომას და სრიალს სწავლობენ.

რაც შეეხება უშუალოდ სასტუმროს, ძალიან მაღალი დონისაა – 4 ვარსკვლავის მფლობელია, გვაქვს კომფორტული ნომრების მრავალფეროვანი არჩევანი, ძალიან დიდი აქცენტი გვაქვს მაღალი დონის კვებაზე. არის ბავშვთა გასართობი ზონები როგორც სასტუმროში, ისე მის გარეთ. საბილიარდო, ტენისის მაგიდა.

მოგეხსენებათ, ბაკურიანში გარეთ კვება საკმაოდ მაღალბიუჯეტურია, მით უმეტეს ხარისხიანი კვება საკმაოდ რთულად ხელისაწვდომია, ამიტომ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ჩვენთან მოსული სტუმარი კმაყოფილი იყოს ჩვენი სამჯერადი კვებით. გვაქვს მრავალფეროვანი მენიუ, ბავშვებზე მორგებული სწორი კვებით.

ბაკურიანი გრძელვადიან დამსვენებლებზე გათვლილი საოჯახო კურორტია, ამოდიან ოჯახები რომლებიც რამდენიმე დღით და კვირითაც აპირებენ დარჩენას და ჩვენი მხრიდან ვცდილობთ მაქსიმალურად კარგად იგრძნონ თავი. გაზაფხულიდან გვემატება ჯაკუზი და საუნა, რითიც კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნას შევძლებთ ჩვენი დამსვენებლებისთვის.

_რა ტიპის ნომრები გაქვთ?

_სამი ტიპის ნომრები გვაქვს, ორადგილიანი, სამადგილიანი და ლუქსი. ლუქსი აერთიანებს ორ ნომერსსამადგილიანს და ორადგილიანს, რომლებიც გამყოფი კარით უკავშირდება ერთმანეთს. მაქსიმალურად კომფორტული ნომრები გვაქვს და სისუფთავე ჩვენი პრიორიტეტია.

_ხშირად ვხვდებით პარკირების პრობლემას, თქვენთან რა მდგომარეობაა?

_ჩვენი სასტუმროს მიმდებარედ გვაქვს ჩვენი კერძო პარკინგი, სადაც ჩვენი სტუმრები აპარკინგებენ მანქანებს.

_საინტერესოა თქვენი ფასების პოლიტიკა

_ძალიან მისაღები ფასები გვაქვს, ჩვენთან მიწოდებულ სერვისსა და ფასს შორს ძალიან ადეკვატური ბალანსია. გარდა ამისა, ხშირად ვთავაზობთ აქციებს ჩვენს მომხმარებელს, ბევრი ერთგული მომხმარებელი გვყავს მეორე ჰილტოპში და მათთვის ყოველთვის განსხვავებული ფასია.

_ამჟამად როგორი ამინდი დახვდებათ ბაკურიანის სტუმრებს?

_ძალიან კარგი თოვლი გვაქვს და მომდევნო ერთი კვირის პროგნოზითაც თოვლს ველით, ასე რომ, გელოდებით ყველას, ვისთვისაც კომფორტული დასვენება და თოვლში სრიალი სასიამოვნო განტვირთვაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები