მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კიდევ კარგი ჩემპიონატი ტარდება, ცოტა შვებას მისცემს ტურისტულ სექტორს“ – „კომორები ბაკურიანი“

63ef773b7c1d7
თინათინ ნატმელაძე
18.02.23 17:49
1508
ზამთრის კურორტები უთოვლო ზამთრის გამო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩდნენ. როგორც ტურისტული სექტორის წარმომადგენლები იანვრის პერიოდში BM.GE-თან აცხადებდნენ, დამსვენებლები ჯავშნებს აუქმებდნენ და სტუმრობა მომავალი პერიოდისთვის გადაჰქონდათ.

თებერვლაში სიტუაცია შეიცვალა, რამდენიმე დღეა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში თოვლი მოვიდა, მათ შორის, ცხადია, ზამთრის კურორტებზეც. ბაკურიანის შემთხვევაში თოვლის მოსვლას მსოფლიო ჩემპიონატიც დაემატა და როგორც სასტუმრო „კომორები ბაკურიანის“ წარმომადგენელი თორნიკე მდივნიშვილი BM.GE-თან ამბობს, ეს ტურისტული სექტორისთვის დიდი შვება იქნება.

„ბაკურიანი ამ ეტაპზე ჩემპიონატზეა ორიენტირებული, ჩვენთანაც ჩემპიონატის მონაწილეები არიან განთავსებული, მხოლოდ 15% არიან სხვა დამსვენებლები. გარემო და ინფრასტრუქტურად მთლიანად ფესტივალზეა ორიენტირებული, სპეციალური შეზღუდვებიცაა დაწესებული.

თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინდივიდუალურ დამსვენებლებს რაიმე დისკომფორტი შეექმნებათ, სატრანსპორტო შეზღუდვების მიუხედავად, საზოგადოებრივი ტრასნპორტით გადაადგილება შეეძლებათ.

საერთო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდი დეკემბერსა და იანვარში მიღებულ ზარალს ვერ აგვინაზღაურებს, მაინც ფესტივალის პერიოდი დიდი შვება იქნება ტურისტული სექტორისთვის და იმედი გვაქვს, რომ თოვლი ჩემპიონატის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება“, - განაცხადა თორნიკე მდივნიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები