გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანია "Hisense HVAC" საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოვიდა. ამის აღსანიშნად, პარასკევს კომპანიამ ბრენდ ლანჩ ღონისძიება გამართა, სადაც ბრენდის პრეზენტაცია, კონფერენცია, შემდეგ კი, გალა ვახშამი გაიმართა. სწორედ აქ დაანონსდა კომპანიის სამოქმედო გეგმები, რომელიც პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლებს გაუზიარეს.