მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Hives CX Georgia ბრიტანული ინვესტიციით საქართველოს ბაზარზე შემოდის

Hives CX georgia

Hives CX Georgia საქართველოს BPO (სერვისების დისტანციურად მიწოდების) ინდუსტრიაში ოპერირებას დაიწყებს. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ უკვე მიიღო და bm.ge-თან აბრეშუმის გზის ფორუმზე ვიზიტისას დაადასტურა. კომპანიის დირექტორი შერიფ კამელი ამბობს, რომ კომპანია IT-სერვისების აუთსორსინგისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობს. მისი თქმით, საქართველოს ბაზარი ადამიანური კაპიტალის შესაძლებლობების გამო განსაკუთრებით საინტერესოა.

“ეს ჩემი მეორე ვიზიტია საქართველოში. პირველად აქ ექვსი თვის წინ ჩამოვედი და გადავწყვიტე, ქვეყანაში ინვესტიცია განვახორციელო, რადგან საქართველოს ძალიან კარგი ეკონომიკური ხედვა აქვს. იმედი მაქვს, რომ ეს კიდევ ერთი წარმატების ისტორია იქნება. მთავარი სექტორი ბიზნეს პროცესების აუთსორსინგია, მთავარი ფოკუსი კი - IT-სერვისების აუთსორსინგი და პროგრამული უზრუნველყოფის წარმოება. ამ მხრივ დიდი პოტენციალია.

საქართველოში არ არის პრობლემები, პირიქით, სახელმწიფოს და სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერა ძალიან დიდია. რეგისტრაციის პროცესიც საკმაოდ რბილი იყო - კომპანიები გაერთიანებულ სამეფოში, პოლონეთსა და ეგვიპტეში დამიფუძნებია, მაგრამ პროცესი, რომელიც საქართველოში გამოვიარე, ყველაზე მარტივი იყო.

საქართველოში ინვესტიცია ადამიანური კაპიტალის შესაძლებლობების გამო განვახორციელეთ, რადგან ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის ინდუსტრია ადამიანების უნარებზე და სტუმართმოყვარეობა დგას. ეს ფაქტორები ამ ქვეყანაში ინვესტირებას მარტივს ხდის.”-აცხადებს შერიფ კამელი, Hives CX georgia, დამფუძნებელი.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები