მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჰობიში" წლის ბოლოსთვის წარმადობის 35%-ით ზრდას ელიან

ფუტკარი

წლის ბოლოსთვის წარმადობის 35%-მდე ზრდას ველოდებით, - ამის შესახებ თაფლის გადამმუშავებელი კომპანია "ჰობის" დამფუძნებელმა, მიხეილ ჭიღლაძემ BM.GE-სთან ისაუბრა.

მეწარმე განმარტავს, რომ დეკემბერი კომპანიისთვის ყველაზე აქტიური თვეა და გაყიდვების 60-70% სწორედ წლის ბოლოზე მოდის.

"ამ პერიოდში, კომპანია ფერმერებისგან ყველაზე მეტ თაფლს იბარებს. წელს 9 თვეში, ფერმერებისგან დაახლოებით 45-50 ტონა თაფლი უკვე მივიღეთ.

უნდა აღვნიშნოთ, რომ 2025 წელს, განსაკუთრებით მაღალი მოსავლიანობა დაფიქსირდა, რაც მეფუტკრეების ცოდნისა და თანამედროვე აგრობიოტიკების გამოყენების შედეგია", - აღნიშნავს "ჰობის" დამფუძნებელი.

თაფლის გადამმუშავებელი კომპანია, რომელიც „ჰობის“ ბრენდით ოპერირებს თავის ნაწარმს ადგილობრივის გარდა ექსპორტზეც ყიდის - მათ შორის აშშ-ში, იაპონიასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ამჟამად კომპანია ელოდება ახალი შეკვეთების დადასტურებას არაბეთისა და ამერიკის ბაზრებიდან.

ადგილობრივად, „ჰობის“ პროდუქცია იყიდება ისეთ ქსელურ მაღაზიებში, როგორიცაა „ზღაპარი“, ხოლო დამატებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები „გვირილასთან“, „სპართან“, „მაგნიტთან“ და „დეილისთან“ თანამშრომლობაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები