მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„Holiday Inn”-ის სასტუმრო მიკრო საავადმყოფოს ფუნქციას შეასრულებს

5f8f05565ab98
BM.GE
20.10.20 19:36
3780

„Holiday Inn”-ის სასტუმრო, რომელსაც "აჭარა ჯგუფი" მართავს, მიკრო საავადმყოფოს ფუნქციას შეასრულებს. ამის შესახებ "აჭარა ჯგუფის" დირექტორთა საბჭოს წევრმა, ნინო ზამბახიძემ განაცხადა. მისი თქმით, „Holiday Inn” იმ კორონავირუსით ინფიცირებულებს მიიღებს, რომლებიც ინფექციის მსუბუქად მატარებლები არიან.

"Holiday Inn-ის სასტუმრო მიკრო საავადმყოფოს ფუნქციას შეასრულებს იმ კოვიდ-პაციენტებისთვის, რომელთაც ნაკლებად და სუსტად აქვთ გამოვლენილი კოვიდ-დაავადება. ეს იყო ჩვენი ჯგუფის გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ გვქონდა კარგი გამოცდილება. პანდემიის პერიოდში სასტუმრო გახლდათ კოვიდის ზონა, სადაც შეგვეძლო კარანტინში მიგვეღო ადამიანები და დღეს უკვე ამ სასტუმრომ შეიძინა მსუბუქი ფორმის კოვიდინფიცირებულების მიღების სერვისიც. ეს ჩვენის მხრივ, როგორც ბიზნესისთვის ძალიან კარგია და ამავდროულად კომფორტულ ზონას უქმნის ადამიანებს, რომელთაც უსიმპტომოდ ან სუსტად აქვთ ეს დაავადება გამოვლენილი და არ შეუძლიათ თვითიზოლაციაში წასვლა, მათ საშუალება აქვთ, კომფორტულ გარემოში გადაიტანონ ეს დაავადება"-განაცხადა ზამბახიძემ.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები