ჰოლივუდის სცენარისტების ორი ძირითადი ჯგუფი - ამერიკის მწერალთა გილდია და სატელევიზიო და კინემატოგრაფიული პროდიუსერების ალიანსი, რომლებიც ათიათასობით სცენარისტის უფლებებს იცავენ, როგორც ჩანს, გაფიცვას დაასრულებს, რადგან ორგანიზაციასა და პროდიუსერებს შორის შრომის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით პირველადი შეთანხმება შედგა. სამწლიანი კონტრაქტი, პირველ რიგში, ფორმალურად, ამერიკის მწერალთა გილდიამ უნდა დაადასტუროს, რის შემდეგაც ის ძალაში შევა. საერთო ჯამში, სცენარისტების გაფიცვა 146 დღეს გაგრძელდა, რა დროსაც გლობალურმა კინოინდუსტრიამ მილიარდობით დოლარის ზარალი იყო.
სცენარისტების კიდევ ერთ დიდ ჯგუფს - სატელევიზიო და კინემატოგრაფიული პროდიუსერების ალიანსს გაფიცვა ჯერ არ დაუსრულებია. სტრიმინგ-გიგანტების წინააღმდეგ გაფიცულია “მსახიობთა გილდია” (SAG-AFTRA), რომელიც 160 ათას მსახიობს აერთიანებს. გაფიცვა მას მერე დაიწყო, რაც მსახიობები და სტრიმინგ-კომპანიები უკეთეს შრომით პირობებზე ვერ შეთანხმდნენ, ვერც, მათ შორის, ფედერალური მედიატორების ჩართულობის შემდეგ. მსახიობების წლევანდელი გაფიცვა სტრიმინგ-სერვისის აღორძინებას უკავშირდება, რომელიც, თავისი არსით, ვიდეოკასეტების გაქირავების სერვისის განვითარების შემდეგი ეტაპია, რომელმაც ვიდეოკონტენტის მაყურებელთა რიცხვი მილიონებში, ზოგჯერ კი მილიარდებშიც გადაიყვანა. ამასთან, მსახიოებები ითხოვენ გარანტიას, რომ კომპანიები მსახიობების ნაცვლად ხელოვნური ინტელექტს არ გამოიყენებენ.