მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Hollywood-ი ბლოკბასტერების გადაღებაში ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს

5e1c28deef39c
ნათია თაქთაქიშვილი
13.01.20 14:04
894
Hollywood-ის ძირითადი სტუდია Warner Bros-ი  Cinelytic-თან თანამშრომლობას გეგმავს. აღნიშნული კომპანია Warner Bros-ს დაეხმარება, წინასწარ განსაზღვროს ფილმის წარმატების ალბათობა ისეთ ფაქტორებზე დაყრდნობით როგორიცაა: მსახიობები, ბიუჯეტი და ბრენდი. ამის შესახებ Forbes წერს.

სავარაუდოდ, Warner Bros-ი Cinelytic-ის პროგრამას პროექტის შესწავლის პროცესში გამოიყენებს, რომელსაც სტუდია გადის გადაწყვეტილების მიღებამდე სანამ ფილმს დაამტკიცებს.

Cinelytic-ის პლატფორმას შეუძლია განსაზღვროს ესა თუ ის მსახიობი რამდენად მომგებიანია, რა რაოდენობის თანხის გამომუშავებას შეძლებს ფილმი კინოთეატრებში გაქირავებიდან ან სავაჭრო ობიექტებში გაყიდვებიდან (მაგ. DVD-ბზე).
აღსანიშნავია, რომ Cinelytic-ს ნამდვილად არ შეუძლია განსაზღვროს ფილმის მხატვრული ღირებულება, მაგრამ პლატფორმა აშკარად დაეხმარება Warner Bros-ს წარმატებული და წარუმატებული იდეების გამიჯვნაში, რაც სტუდიის მომგებიანობის გაზრდაში დაეხმარება.

როგორც გამოცემა წერს, Warner Bros-ი არ არის ერთადერთი სტუდია Hollywood-ში, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს, მაგალითად, 20th Century Fox-ი ბოლო რამოდენიმე წელია იყენებს მსგავს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელსაც Merlin-ი ეწოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები