მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Honda-მ ისტორიაში პირველი წლიური ზარალი დააფიქსირა

honda

იაპონურმა ავტომწარმოებელმა გიგანტმა Honda-მ, ელექტრომობილების ბიზნესის მასშტაბური რესტრუქტურიზაციისა და $9 მილიარდზე მეტი მოცულობის ხარჯების გამო, 1957 წლის შემდეგ პირველი წლიური ზარალი დააფიქსირა.

კომპანიამ მიმდინარე ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნების პარალელურად, ელექტრომობილების გაყიდვების გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმებზე უარი თქვა. არსებული ინფორმაციით, Honda აღარ აპირებს 2030 წლისთვის ახალი ავტომობილების გაყიდვების 20%-იანი წილის ელექტრომობილებზე გადაყვანას და ის 2040 წლისთვის სრულ ელექტროფიკაციაზე გადასვლის მიზანსაც აუქმებს.

როგორც ირკვევა, მარტში დასრულებული ფინანსური წლის განმავლობაში კომპანიის საოპერაციო ზარალმა $2.63 მილიარდი შეადგინა, რაც ანტირეკორდია.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ შექმნილი ვითარების ფონზე, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტოშიჰირო მიბემ, კანადაში დაგეგმილი $11-მილიარდიანი საინვესტიციო პროექტის განუსაზღვრელი ვადით შეჩერება დააანონსა. აღნიშნული ინიციატივა ქვეყანაში ელექტრომობილებისა და ელემენტების წარმოების მიზნით იაპონური მხარის მიერ განხორციელებულ ყველაზე მსხვილ ინვესტიციას გულისხმობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები