მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BYD-ისა და Xiaomi-ს აქციები მკვეთრად გაიზარდა - რა არის მიზეზი?

xiaomi

ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე ელექტრომობილების მწარმოებელი ჩინური კომპანიების, BYD-ისა და Xiaomi-ს აქციების ფასები მკვეთრად გაიზარდა. ივნისის თვის მიწოდების პოზიტიურმა მაჩვენებლებმა ინვესტორთა განწყობა საგრძნობლად გააუმჯობესა, რის შედეგადაც BYD-ის აქციების ღირებულება დაახლოებით 9%-ით, ხოლო Xiaomi-სი 5%-ით გაიზარდა.

როგორც ირკვევა, ივნისში Xiaomi-მ მიწოდების მაჩვენებლით 30,000-იან ნიშნულს ზედიზედ მესამე თვეა გადააჭარბა. Citi-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში კომპანიამ ჯამში 180,000-ზე მეტი ავტომობილი გაყიდა, რაც 2026 წლისთვის განსაზღვრული 550,000-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის დაახლოებით 33%-ს შეადგენს.

ამასთან, ჩინურმა გიგანტმა, BYD-მა ივნისის გაყიდვების ახალი მონაცემები წარადგინა. თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ 382,585 ავტომობილი გაყიდა, ამჯერად მაჩვენებელმა 403,472 ერთეული შეადგინა, რაც 5.46%-იან მატებაზე მიუთითებს.

Deutsche Bank-ის ანალიტიკური ანგარიშის თანახმად, კომპანიის მეორე კვარტალის გაყიდვების მოცულობა წინა კვარტალთან შედარებით 58%-ით გაიზარდა და 1.1 მილიონი ერთეული შეადგინა. ბანკის პროგნოზით, კომპანიის კვარტალური წმინდა მოგება წინა კვარტალთან შედარებით 145%-ით გაიზრდება და 10 მილიარდ იუანს მიაღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები