Hong Kong Mortgage Corporation-მა რეკორდული მოცულობის ციფრული ობლიგაციების გამოშვება გადაწყვიტა, რომლის მოცულობამ შესაძლოა 1.5 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, თუ ტრანზაქცია აღნიშნული მოცულობით განხორციელდება, ის მსოფლიო ისტორიაში უმსხვილესი ციფრული ემისიის სტატუსს მოიპოვებს. ცნობისთვის, ამჟამინდელი რეკორდი ჰონგ-კონგის მთავრობას ეკუთვნის, რომელმაც გასული წლის ნოემბერში $1.3 მილიარდი შეადგინა.
გამოცემის ცნობით, მრავალტრანშიანი ობლიგაციების მარკეტინგი მომავალი თვიდან დაიწყება და ისინი ჰონგ-კონგურ დოლარსა და ოფშორულ იუანში იქნება დენომინირებული.
ციფრული ანუ ტოკენიზებული ობლიგაციები ბლოკჩეინ ტექნოლოგიას ეფუძნებიან, რაც ტრადიციულ ფასიან ქაღალდებთან შედარებით საანგარიშსწორებო ციკლს ამოკლებს და საოპერაციო ხარჯებს ამცირებს.




























