მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰონგ-კონგის საპროტესტო აქციებმა Burberry-ის გაყიდვები შეამცირა

5dcd27485d9fa
მიხეილ ხაჩიძე
14.11.19 23:05
1099

ძვირად ღირებული მოდის სახლ Burberry-ის გაყიდვები ჰონგ-კონგში მკვეთრად დაეცა. როგორც დასავლური მედიაპორტალები იუწყებიან, მიზეზი მეგაპოლისში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციებია. Burberry-ში გამარტავენ, რომ ჰონგ-კონგში, რომელიც მოდის სახლის ერთ-ერთი მთავარი ბაზარია, პროტესტის გამო, "ზეწოლა", სავარაუდოდ, მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდება.

Burberry-ს ჰონგ-კონგში 10 მაღაზია აქვს გახსნილი და კომპანიის მთლიანი გაყიდვების დაახლოებით 8%-ს წარმოადგენს.



თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც მოდის სახლის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, ჰონგ-კონგში კლების მიუხედავად, Burberry- ის მთლიანი გაყიდვები 5%-ით გაიზარდა.

 

შეგახსენებთ, ანტისამთავრობო აქციები ჰონგ-კონგში უკვე ხუთი თვეა მიმდინარეობს. მასობრივი გამოსვლები ძირითადად პოლიციასთან შეტაკებებით მთავრდება. მეგაპოლისში მიმდინარე დაძაბული ფონის გამო, საფონდო ბირჟებზე მნიშვნელოვანი რყევები ფიქსირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები