ჰონკონგმა საკუთარი სატვირთო გემი მწვანე მეთანოლით ისწორიაში პირველად გამართა. ოპერაციის ფარგლებში, კომპანია China Merchants-ის კუთვნილ ხომალდს, CM Hong Kong-ს, 500 ტონა ბიომეთანოლი და 1,000 ტონა ტრადიციული მეთანოლი მიეწოდა. პროცესი Sinopec Hong Kong-ის, China Merchants RoRo-სა და Sinobunker-ის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.
ჩატვირთული ბიომეთანოლი ჩინურმა ქარხანა CIMC Enric-მა აწარმოვა, რომელიც გუანდუნის პროვინციაში მდებარეობს. საწვავს გააჩნია ISCC EU სერტიფიკატი, რაც ადასტურებს, რომ მისი გამოყენება, ტრადიციულ საწვავთან შედარებით, სათბური აირების ემისიას 80%-ზე მეტით ამცირებს. აღსანიშნავია, რომ CM Hong Kong-ი არის China Merchants-ის პირველი მეთანოლზე მომუშავე შიდასართულებიანი ხომალდი, რომელიც ექსპლუატაციაში 2025 წელს, ჩინეთის ტიანძინის პორტში შევიდა.
ცნობისთვის, ჰონკონგი ენერგეტიკული ტრანზიციის ფარგლებში მომდევნო ოპერაციას უკვე 10 მარტისთვის გეგმავს. ამჯერად მწვანე საწვავით Cosco-ს გიგანტური კონტეინერმზიდი, Cosco Gemini გაიმართება. ეს ნაბიჯები ნაწილია ჰონკონგის იმ გაცხადებული ამბიციისა, რაც გულისხმობს ეკოლოგიურად სუფთა საზღვაო საწვავის მიწოდების კუთხით ქალაქის რეგიონულ ჰაბად გადაქცევას. ეს კი გლობალური დეკარბონიზაციის პროცესისთვის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევა.




























