მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში ნაღმებზე ოთხი ტანკერი აფეთქდა

აფეთქება ჰორმუზის სრუტეში

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის სამხრეთით, აკრძალულ ზონაში გადაადგილებისას, საზღვაო ნაღმებზე ოთხი ნავთობტანკერი აფეთქდა.

სააგენტო Tasnim-ის ცნობით, ნაღმებთან შეჯახების შედეგად ხომალდებს ცეცხლი გაუჩნდა. საყურადღებოა, რომ სამხედრო-საზღვაო ძალებმა კიდევ ორი ხომალდი შეაჩერეს, რამაც დამატებითი აფეთქებების რისკი მინიმუმამდე შეამცირა.

ცნობისთვის, ჰორმუზის სრუტეში ნაღმებზე ტანკერების აფეთქების შესახებ თეირანმა მსგავსი განცხადება ბოლო კვირებშიც, მათ შორის 30 ოქტომბერსაც გაავრცელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები