მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანის ცნობით, ჰორმუზის სრუტეში სამი ნავთობტანკერი ნაღმზე აფეთქდა

აფეთქება ჰორმუზის სრუტეში

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში წესების დარღვევით მოქმედი სამი ნავთობტანკერი საზღვაო ნაღმს შეეჯახა და ხანძარი გაუჩნდა.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ერთი ტანკერი სრუტის სამხრეთ სანაპიროსთან, ორი კი აღმოსავლეთ ნაწილში დაზიანდა. გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, სამივე ხომალდი აშშ-ის სამხედრო-საჰაერო დაცვისა და ესკორტის ქვეშ გადაადგილდებოდა, თუმცა ამერიკულმა მხარემ აფეთქებების თავიდან აცილება ვერ შეძლო.

ირანულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკული სამხედრო ესკორტი ხომალდებს საზღვაო რეგულაციებისა და სპეციალური საკონტროლო ცენტრის მითითებების დაცვისგან არ ათავისუფლებს.

ინფორმაციისთვის, თეირანი კომერციულ გემებს მხოლოდ ჩრდილოეთის სანაოსნო დერეფნით სარგებლობის უფლებას აძლევს, ომანის სიახლოვეს ალტერნატიული მარშრუტებით მოსარგებლე ხომალდებს კი თავდასხმით ემუქრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები