მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰორმუზის სრუტე ერთ დღეში მხოლოდ 7-მა გემმა გადაკვეთა

ჰორმუზი

ორშაბათს, 7 სექტემბერს, ჰორმუზის სრუტე მხოლოდ შვიდმა გემმა გადაკვეთა. სტრატეგიულ საზღვაო დერეფანში ტრანზიტის კლება აშშ-ის შესაძლო ახალი დარტყმების საპასუხოდ ირანის მხრიდან გაჟღერებულმა მუქარამ განაპირობა. შედარებისთვის, კვირას იგივე მარშრუტით 8 ხომალდმა ისარგებლა.

ჰორმუზის სრუტეში ვითარების დაძაბვის ფონზე არაბეთის ზღვაში მდებარე ადენის ყურისკენ მიმავალ ბაბ-ელ-მანდების სრუტეში სატვირთო გემების მოძრაობა მკვეთრად გაიზარდა. თუ კვირას ამ მარშრუტით მხოლოდ 17 ხომალდმა ისარგებლა, ორშაბათს ტრანზიტული გემების რიცხვმა 29 შეადგინა.

Kpler-ის სპეციალისტების შეფასებით, ეს მონაცემები შესაძლოა კიდევ დაკორექტირდეს, რადგან ცალკეულმა ხომალდებმა სრუტეში გადაადგილებისას საკომუნიკაციო მოწყობილობები გამორთეს.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომი 28 თებერვალს დაიწყეს. მოგვიანებით, ივნისში, ვაშინგტონმა და თეირანმა ყველა ფრონტზე ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. თუმცა ამისდა მიუხედავად, 8 ივლისის ღამეს აშშ-მა ირანზე მასშტაბური დარტყმები განაახლა. ვაშინგტონმა ამ ნაბიჯის მიზეზად თეირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული შეთანხმების დარღვევა დაასახელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები