მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰორმუზის სრუტეში ორ ნავთობტანკერსა და ბუქსირს ცეცხლი გაუჩნდა

ნავთობტანკერები

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში ორ ნავთობტანკერსა და ერთ ბუქსირს ცეცხლი გაუჩნდა.

ირანული მედიის ცნობით, პირველი შემთხვევა სრუტის სამხრეთ ნაწილში მოხდა, სადაც მსხვილი ტანკერი ნაღმზე აფეთქდა და მოძრაობა შეაჩერა. მეორე ინციდენტი კი დერეფნის აღმოსავლეთ გასასვლელთან დაფიქსირდა, სადაც სუპერტანკერს მასშტაბური ხანძარი გაუჩნდა, მოგვიანებით კი ცეცხლი მის ჩასაქრობად მისულ ბუქსირზეც გავრცელდა.

თეირანში ამტკიცებენ, რომ გემები სრუტეში დაწესებული შეზღუდვების დარღვევას და არაავტორიზებული მარშრუტით გადაადგილებას ცდილობდნენ.

ცნობისთვის, სტრატეგიულ საზღვაო დერეფანზე, სადაც გლობალური ნავთობის მოხმარების დაახლოებით მეხუთედი გადის, ირანმა მიმოსვლა მკვეთრად რამდენიმე თვეა შეზღუდა. ვაშინგტონმა კი საპასუხოდ ირანულ პორტებს ბლოკადა დაუწესა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები