ირანის ხელისუფლებამ ჰორმუზის სრუტე საზღვაო მიმოსვლისთვის სრულად დახურულად გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ირანის უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, მოჰსენ რეზაიმ მიაწოდა. თეირანის ოფიციალური გადაწყვეტილებით, სტრატეგიულ საზღვაო დერეფანში ნებისმიერი სახის ტრანზიტი აიკრძალა.
როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა მოგვიანებით განმარტა, მიზეზი ის რეალური ეკოლოგიური საფრთხეა, რომელსაც ნავთობმზიდი ტანკერების დაზიანება ან ჩაძირვა იწვევს. რეზაის შეფასებით, ირანის ხელისუფლების ინტერესშია, რეგიონში მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფა თავიდან მაქსიმალურად იქნას არიდებული.
მოჰსენ რეზაის მტკიცებით, ირანმა ამერიკული „კონტრაბანდული გემების“ ჩაძირვაზე უარი სწორედ გარემოსდაცვითი რისკების გამო თქვა.
ცნობისთვის, შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტეში ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ფარულ განაღმვით ოპერაციებს ატარებს. გამოცემის წყაროების ცნობით, ამ პროცესში სპეციალური დანიშნულების მყვინთავები, რობოტიზებული კატარღები და სპეციალიზებული წყალქვეშა მოწყობილობები მონაწილეობდნენ.




























