მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰორმუზი ღიაა და გემები აშშ-ს 20%-იან საკომისიოს გადაუხდიან – ტრამპის გეგმა

ჰორმუზი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში ირანული გემებისა და ირანული ნავთობის ექსპორტიორი ტანკერებისთვის ბლოკადის აღდგენის შესახებ განაცხადა.

არსებული ინფორმაციით, ეს შეზღუდვა მხოლოდ ირანულ ხომალდებსა და პარტნიორებზე გავრცელდება, სხვა სახელმწიფოები კი სრუტით უსაფრთხო სარგებლობას შეძლებენ, რადგან როგორც პრეზიდენტი ამბობს, ჰორმუზის სრუტე “ღიაა”.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამიერიდან ვაშინგტონი რეგიონში "ჰორმუზის სრუტის მცველის" სტატუსით იმოქმედებს. უსაფრთხოების უზრუნველყოფის სანაცვლოდ, ამერიკა გადაზიდული ტვირთიდან 20%-იანი ფინანსური კომპენსაციის მიღებას გეგმავს.

თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიზნად სამხედრო ხარჯების სამართლიან დაბალანსებას ისახავს. შესაბამისი სამუშაოები და ახალი სტრუქტურის ფორმირება რეგიონში დაუყოვნებლივ დაიწყება.

ცნობისთვის, ამ განცხადებამდე Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ ქვეყანა სრუტის დასაცავად უზარმაზარ თანხებს აბანდებს, ამიტომ ის უკვე სრუტეზე კონტროლის დაწესებასა და მის მართვას გეგმავს. დონალდ ტრამპის განმარტებით, ვაშინგტონი სრუტის მცველის, ე.წ. „მფარველი ანგელოზის“ როლს შეასრულებს, რისთვისაც ქვეყანამ შესაბამისი ანაზღაურება უნდა მიიღოს.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტნიორი სახელმწიფოები საკმაოდ მდიდარი არიან, რის გამოც ამერიკული მხარე ამ სამუშაოს უსასყიდლოდ შესრულებას არ აპირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები