მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჰორმუზის სრუტეში დაძაბულობის ფონზე, ნავთობის ფასი $100-იან ნიშნულს დაუბრუნდა

ნავთობი

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი ბარელზე 100-დოლარიან ნიშნულს დაუბრუნდა, რაც ჰორმუზის სრუტეში დაძაბულობის ესკალაციით არის განპირობებული.

ირანის მიერ სამ სავაჭრო გემზე განხორციელებულმა თავდასხმამ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დაპირისპირება ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაამწვავა. ცხადია, შექმნილი ვითარება გეოპოლიტიკურ რისკებს ზრდის და საფრთხეს უქმნის კრიტიკულად მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტს, რომლზედაც ნავთობის გლობალური მოხმარების 20% მოდის.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება განუსაზღვრელი ვადით გაახანგრძლივა, თუმცა თეთრი სახლის გულწრფელობასთან დაკავშირებით ოფიციალური თეირანი სკეპტიციზმს გამოთქვამს. თანაც ირანული მხარე ახალ მოლაპარაკებებში მონაწილეობის ვალდებულებას ამ დრომდე არ იღებს.

ცნობისთვის, წლის დასაწყისიდან დღემდე Brent-ის ფასი 65%-ით არის გაზრდილი, ხოლო რუსული Urals-ის შემთხვევაში მატების მაჩვენებელი 96%-ს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები