ჰორმუზის სრუტის სამხრეთით მდებარე წყლებში 2,500-ზე მეტი კონტეინერით დატვირთული გადამზიდავი გემი ნაღმზე აფეთქდა, რის შემდეგაც ხომალდს ცეცხლი გაუჩნდა და ჩაიძირა.
აღსანიშნავია, რომ ინციდენტამდე გემმა სრუტეში მაღალი რისკის მქონე და გადაუმოწმებელი მარშრუტით გავლა სცადა, რა დროსაც მას ზღვის ფსკერზე განთავსებულ ნაღმი შეეჯახა.
ისლამის რევოლუციური გვარდიის სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებით, აფეთქებას ძლიერი ხანძარი მოჰყვა და მისი დროულად ლიკვიდაციაც ვერ მოხერხდა.
როგორც მედია წერს, სრუტის წყლებში ამ დრომდე ტივტივებს აფეთქებული ხომალდიდან გადმოცვენილი მრავალი კონტეინერი.























