მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰორმუზის სრუტის ავლით, DP World-მა საამიროებში ახალი პორტის მშენებლობა გადაწყვიტა

ჰორმუზი

საპორტო ოპერატორი DP World-ი არაბთა გაერთიანებული საამიროების აღმოსავლეთ სანაპიროზე ახალი პორტისა და კონტეინერების ტერმინალის მშენებლობას გეგმავს.

Financial Times-ის ინფორმაციით, დუბაიში ბაზირებული კომპანიის ეს ინიციატივა მიზნად ჯებელ-ალის საკვანძო პორტზე დამოკიდებულების შემცირებასა და საზღვაო გადაზიდვებისას ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლას ისახავს. როგორც ირკვევა, კომპანია ამჟამად მოლაპარაკებებს ფუჯეირას სანაპირო ზოლში სრულიად ახალი, მრავალფუნქციური პორტის მოსაწყობად და ამავე საამიროში არსებულ ნავსადგურში ახალი ტერმინალის ასაშენებლად აწარმოებს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება. მოგეხსენებათ, აშშ-ის, ისრაელისა და ირანის კონფლიქტის ფონზე, ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა მნიშვნელოვნად არის შეზღუდული.

ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა საამიროებს საშუალებას მისცემს, ტვირთები საფრთხის შემცველი საზღვაო დერეფნის გვერდის ავლით, პირდაპირ ინდოეთის ოკეანეში მდებარე პორტების მეშვეობით გადაზიდონ, რაც რეგიონული ლოგისტიკის უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად გაზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები