მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ვითარებაა ენერგეტიკულ ბირჟაზე? – ნავთობის და გაზის ფასები

მილსადენი

მიმდინარე კვირა გლობალური ენერგეტიკული ბაზრის ზრდის უჩვეულოდ ძლიერი ტენდენციით გამოირჩეოდა – სულ რაღაც 5 დღეში ნავთობის ფასი საშუალოდ 8.5%-ით გაიზარდა და ბარელი Brent-ის ღირებულებამ 95 დოლარს გადააჭარბა, ხოლო WTI-ის ფასი 91 დოლარის ფარგლებშია.

საერთო ჯამში, წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობი 57%-ით არის გაძვირებული, რაც ჰორმუზის სრუტის შეფერხებით არის განპირობებული.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მას გაცილების მკვეთრი ზრდა აქვს და წლის განმავლობაში ის თითქმის 150%-ით არის გაძვირებული. მიმდინარე კვირას გაზი საშუალოდ 7%-ით გაძვირდა და მეგავატი/საათი ენერგიის ფასმა ბირჟაზე 71 ევროს გადააჭარბა.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ენერგეტიკული რესურსების გაძვირებას აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესის ჩაშლა და ჰორმუზის სრუტის პარალიზება იწვევს. ინვესტორები შიშობენ, რომ კონფლიქტი ზამთრამდე ვერ მოგვარდება, რაც გაზისა თუ სხვა სათბობი რესურსების ბუნებრივ გაძვირებას უწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები