მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰოსპიტალური სექტორი ემზადება და სამედიცინო დახმარების გარეშე არც ერთი პაციენტი არ დარჩება - ლევან გოფოძე

6090ec8581921
ინგა მურუსიძე
04.05.21 10:27
303
ჰოსპიტალური სექტორი ემზადება და სამედიცინო დახმარების გარეშე არცერთი პაციენტი არ დარჩება, - ამის შესახებ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ წუთისთვის „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ 204 პაციენტი წევს, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ეს მიღწეულია სწორედ საწოლფონდის გაზრდის ხარჯზე.

„რესპუბლიკური საავადმყოფო“ მთლიანად არის აღჭურვილი, არ არის პაციენტი, რომელიც ვერ იღებს დახმარებას, სადაც მას დაავადების მიმდინარეობისას სჭირდება. შესაძლოა, საწოლების რაოდენობა საჭიროებისამებრ გაიზარდოს. ზოგადად, საწოლბრუნვა დიდია, ყოველდღიურად კლინიკას ტოვებს 30-მდე ადამიანი.

ნოემბერ-დეკემბერში ისეთ დატვირთვას გავუძელით, 1500 შემთხვევა ძალიან მცირეა, ყველა ვარიანტში ჰოსპიტალური სექტორი ემზადება და საჭიროების შემთხვევაში იქნება ისეთი მობილიზება, რომ არცერთი პაციენტი არ დაგვრჩეს სამედიცინო დახმარების გარეშე“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები