მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Hotels & Préférence-სთან კოლაბორაციით, ვდგებით ბორდოს რეგიონში არსებული შატოების გვერდით - Schuchmann Wines Chateau Villa & SPA

Schuchmann

ფრანგულ კომპანია Hotels & Préférence-სთან კოლაბორაციით, ვდგებით ბორდოს რეგიონში არსებული შატოების გვერდით - ასე აფასებს „შუხმან ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი, BM.GE-სთან კომპანიის მიერ საერთაშორისო მასშტაბით პოზიციონირების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.

შუხმანის შატო წელს Hotels & Préférence-ის საერთაშორისო ბრენდს შეუერთდება. კახეთში მდებარე დანიშნულების ადგილის ხელმძღვანელი, მისი ბიზნესისა და რეგიონისთვის ამ პარტნიორობის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს: „ჩვენი სასტუმრო, კახეთის დანიშნულები ადგილი, რამდენიმე ასეულ სასტუმროთა შორის დაიკავებს ადგილს, რომლებსაც ისინი, მეთოდურ ხელმძღვანელობას და მენეჯმენტს და ასევე პოპულარიზაციას, პრომოუშენს და მარკეტინგს უკეთებენ“.

ნუცა აბრამიშვილის პარტნიორობის უმთავრეს მიზნად კახეთში მეტი მსყიდველუნარიანი ტურისტის მოზიდვის ხელშეწყობას ასახელებს. ფრანგულ კომპანია Hotels & Préférence-თან თანამშრომლობა, მისი თქმით, გასულ წელს დაიწყო და არც ისე მარტივი პროცესი იყო.

„ამით განვაცხადეთ, რომ საქართველო, კერძოდ კახეთის რეგიონი და შუხმანის შატო, თავისი სერვისებით - დაწყებული ღვინის წარმოებით, ღვინის ველნესით და გაგრძელებული გასტრონომიით, იმ ძალიან საინტერესო დანიშნულების ადგილებს შორის დადგება, რომლებიც ამ შემთხვევაში მათ ქსელურ პლატფორმაზე არიან წარმოდგენილნი.

როგორც საშუალო ტიპის სასტუმროს გვჭირდება საერთაშორისო ექსპერტიზა, საერთაშორისო წარდგინება, იმისთვის, რომ ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება უკვე საერთაშორისო მასშტაბით პოზიციონირდეს. ჩვენ კი ამის როგორც მატერიალურ-ტექნიკური, ისევე გლობალური წარდგინების ტექნიკური ბაზა გვაქვს და სწორედ ამის საფუძველზე მოხდა აფილირება. ჩვენი შერჩევა მათ მიერ საკმაოდ სკურპულოზურად მოხდა, მათი ბრენდის ქოლგის ქვეშ მოქცეულია მხოლოდ ისეთი ტიპის რეზორტული, უნიკალური პროექტები, სასტუმროები, რომლების უნიკალურები არიან. ეს ჩვენთან მიმართებით უმთავრესი კრიტერიუმი იყო. ცნობისთვის, გეტყვით, რომ ამ პლატფორმაზე, ამ ქსელში ძირითადად ფრანგული ღვინის რეგიონში არსებული შატოები, ციხესიმაგრეები, მრავალწლიანი გამოცდილების სასტუმროები.

Schuchmann Group გერმანულ-ქართული კომპანიაა. ჩვენი ფესვები ევროპიდან მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ევროპული ფინანსებით, რომელიც მეცენატმა შუხმანმა 15 წლის წინ დაიწყო, ჩვენ გავაგრძელეთ ქართული ღვინის დაყენების და სტუმარმასპინძლობის ტრადიცია.

დღეს უკვე ფრანგ პარტნიორებთან თანამშრომლობა, კომპანიის და კახეთის რეგიონის მარკეტინგში დაგვეხმარება. წარმოვიდგინოთ ის საუბრები, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან გვქონდა - შესადარად მქონდა ბორდოს რეგიონი ევროპისთვის და შემდგომ ხვდებოდნენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვან რეგიონზე ვსაუბრობდი. დღეს უკვე ვენ ამ კოლაბორაციით, საკმაოდ თამამად ბორდოს რეგიონში არსებული სასტუმრო, ციხესიმაგრე, შატოების გვერდით ვდგებით“, - განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა ფრანგულ პარტნიორობის მნიშვნელობაზე საუბრისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები