21 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამურად 234 410 აცრა ჩატარდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია 82 189 ადამიანი.
მოქალაქეებმა აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად უნდა დარეკონ ნომერზე 1522 ან ეწვიონ ვებ-გვერდს, booking.moh.gov.ge.
ამ დროისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს ოთხი ვაქცინით: "ფაიზერი", "ასტრაზენეკა", "სინოფარმი", "სინოვაკი".