მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“HR და ციფრული ტრანსფორმაცია“ - საქართველოს უნივერსიტეტმა სამაგისტრო პროგრამებზე მიღება დაიწყო

საქართველოს უნივერსიტეტი
05.09.25 13:03
572

ბიზნეს საჭიროების განსაზღვრა და ცვლილებების შეგრძნება, ციფრული აზროვნება და მონაცემთა ანალიტიკა - უნივერსალური ცოდნა და უნარები HR პროფესიონალებისთვის, საქართველოს უნივერსიტეტი HR სფეროს დამწყებ და მოქმედ პროფესიონალებს სამაგისტრო პროგრამებს სთავაზობს. მოიპოვეთ აკადემიური ხარისხი ერთ წელიწადში თქვენი პრაქტიკული საქმიანობის პარალელურად ან მიიღეთ თეორიული ცოდნა და უახლესი პრაქტიკული ინსტრუმენტები ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე.

საქართველოს უნივერსიტეტმა ადამიანური კაპიტალის მართვისა (HR) და ციფრული ტრანსფორმაციის ერთ და ორწლიან სამაგისტრო პროგრამებზე მიღება დაიწყო. საქართველოს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამები დაფუძნებულია ინოვაციური ადამიანური რესურსების აკადემიის (AIHR) მიერ შემუშავებული HR პროფესიონალების კომპეტენციის მოდელზე და ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი, ციფრული უნარების მქონე პროფესიონალის მომზადებაზე.

საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციური, აღმასრულებელი, ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია მოქმედი პროფესიონალებისთვის, რომლებსაც სფეროში მინიმუმ 5-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვთ და სურთ აკადემიური ხარისხი. პროგრამაზე ჩარიცხვა ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე ხდება. პროგრამა უზრუნველყოფს არსებული ცოდნის განახლებასა და გაღრმავებას, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, დროის მოკლე მონაკვეთში დაეუფლონ უახლეს მიდგომებს. მაგისტრანტები გაეცნობიან ისეთ თემებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის (AI), მანქანური სწავლებისა (ML) და ბიზნეს ანალიტიკის გამოყენება HR-ის ამოცანების გასამარტივებლად.

ადამიანური რესურსების მართვის ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც ახლა იწყებს კარიერას ან სურს, რომ სიღრმისეულად შეისწავლოს ადამიანური კაპიტალის მართვისა და ციფრული ტრანსფორმაციის ყველა ასპექტი. ამ პროგრამაზე ჩასაბარებლად საჭიროა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება.

ორწლიანი პროგრამის უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, შეხვდნენ დარგის ექსპერტებს HR-ის და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით და აიღონ ინოვაციური არჩევითი საგნებიც. მაგალითად, სმარტ კონტაქტები და ბლოკჩეინი; ქოუჩინგი და ინდივიდუალური ინტერვიუები პერსონალური განვითარების გეგმისთვის; გეიმიფიკაციის სისტემები ადამიანური რესურსების მართვაში; HR მარკეტინგი, ბრენდინგი და კომუნიკაციის სისტემები და სხვ. პროგრამა ასევე ითვალისწინებს კვლევის კომპონენტებს, რაც კურსდამთავრებულებს სადოქტორო საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს.

ერთწლიანი და ორწლიანი, ადამიანური კაპიტალის მართვისა (HR) და ციფრული ტრანსფორმაციის სამაგისტრო პროგრამების უპირატესობაზე პროგრამის ხელმძღვანელი, მარიამ ჯანჯარია გვესაუბრა.

ჩვენი პროგრამები შექმნილია ბაზრის რეალურ საჭიროებებზე მორგებით. თანამედროვე HR აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ადამიანების მართვით, ის მოითხოვს ციფრულ აზროვნებას, მონაცემთა ანალიზს, ცვლილებების მართვის უნარს. სწორედ ამიტომ, სწავლება ორიენტირებულია პრაქტიკაზე, დარგის მოქმედი ექსპერტების ჩართულობით. სტუდენტები იღებენ ისეთ ცოდნას, რომელიც პირდაპირ გამოიყენება ორგანიზაციებში. ჩვენი მისიაა, რომ კურსდამთავრებულები არამხოლოდ მოერგონ ცვლილებებს, არამედ თავად გახდნენ ამ ცვლილებების ლიდერები“, - აღნიშნავს ადამიანური კაპიტალის მართვისა (HR) და ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამის ხელმძღვანელი, მარიამ ჯანჯარია.

საქართველოს უნივერსიტეტში, “HR და ციფრული ტრანსფორმაციის ერთწლიან და ორწლიან სამაგისტრო პროგრამებზე მიღება უკვე დაწყებულია და რეგისტრაცია 10 სექტემბერს დაასრულდება. დეტალურ ინფორმაციას პროგრამების შესახებ გაეცანით საქართველოს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ.გვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები