მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

hr.ge: „წლის მეორე კვარტალში ვაკანსიების რაოდენობა 7%-ით შემცირდა“

Jobs.ge

ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა. როგორც hr.ge-ის რეგიონალურმა მენეჯერმა ინგა შახბაზიანმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უნიკალური განცხადებების რიცხვი 7%-იან კლებას აჩვენებს.

ტრადიციულად ყველაზე მეტი ვაკანსია, 19%-იანი მაჩვენებლით კვლავ გაყიდვების სფეროზე მოდის. სამეულშია ჰორეკა სექტორი და საბანკო მიმართულება.

„წინა წელთან შედარებით ჯამურად მეორე კვარტალში 7%-იანი კლება გვაქვს. წინა წლის მეორე კვარტალში განვათავსეთ 15 000 უნიკალური განცხადება, წელს - 14 189. რეალურად საიტზე უფრო მეტი განცხადება თავსდება, თუმცა ეს იმის ხარჯზე, რომ კომპანიები ვერ ახერხებენ სასურველი კადრის აყვანას და თვეში რამდენჯერმეც უწევთ ერთი და იგივე განცხადების განთავსება.

მაისთან შედარებით ივნისში გვაქვს 3%-იანი მატება, 4 800 განცხადება განვათავსეთ და აქედან 19% არის გაყიდვები, ჰორეკა მეორე ადგილზეა 15%-ით, მას მოჰყვება საბანკო მიმართულება 11%-ით, ადმინისტრაცია 8%, სამედიცინო სფერო 7%. გამოიკვეთა მარკეტინგის სფერო 5%-იანი მაჩვენებლით დ სამშენებლო სფერო რომელიც აქამდე 1% იყო, 3%-მდე გაიზარდა.

სეზონურობიდან გამომდინარე გააქტიურდა დასავლეთის მიმართულება, ყველაზე აქტიურია ბათუმი, ასევე ქუთაისი და ზუგდიდი.

ივნისში რადგან მცირედი მატება გვქონდა, მოლოდინია რომ ტრენდი ივლისშიც გამოსწორდება და წელს კლებით არ დავასრულებთ,“ - განაცხადა შახბაზიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები