მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HSBC ჩინეთის საცალო აქტივებს $3.6 მილიარდად ყიდულობს

HSBC

ფინანსური მომსახურების კომპანია HSBC Holdings Plc ჩინეთში, საინვესტიციო საბანკო კომპანიის, Citigroup Inc-ის საცალო ქონების მართვის პორტფელის ყიდვას დათანხმდა. HSBC-ის თქმით, აღნიშნული პორტფელი დაახლოებით 3,6 მილიარდი დოლარის აქტივებს და დეპოზიტებს მოიცავს.

"ჩინეთი ჩვენი სამიზნე და ამბიციის ცენტრია იმისთვის, რომ აზიაში ქონების წამყვანი მენეჯერები ვიყოთ“, - თქვა HSBC-ის ქონებისა და პერსონალური ბანკინგის აღმასრულებელი დირექტორმა ნუნო მატოსმა.

ამასთან, HSBC-მ, რომლის უდიდესი ბაზარიც ჰონკონგია, ახლახან შეიძინა HSBC Life China-ს დარჩენილი 50% და ჩინეთის ექვს ქალაქში კერძო საბანკო ინიციატივები წამოიწყო.

Citigroup-ის გარიგების დეტალებს ჯერ არ ასაჯაროებენ და ამბობენ, რომ გარიგება, სავარაუდოდ, 2024 წლის პირველ ნახევარში დაიხურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები