მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HSBC Hong Kong-მა ჩინურ SWIFT-ის ანალოგში გაწევრიანება გადაწყვიტა

HSCB HK

HSBC Hong Kong-მა, რომელიც აზიის რეგიონში ოპერირებს, ჩინურ ბანკთაშორის საგადახდო სისტემაში, CIPS-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც SWIFT-ის სისტემის ანალოგს წარმოადგენს, თუმცა ძირითად ვალუტად ჩინურ იუანს იყენებს.

როგორც ჩინეთის ხელისუფლებას საჯაროდ აქვს გაცხადებული, პეკინის მიზანი ამერიკული დოლარის ჰეგემონიის დასრულება და გლობალურ ფინანსურ სისტემაში იუანის გავლენის გაზრდაა, სწორედ ამიტომ ის პარტნიორ სახელმწიფოებსა და კომპანიებს საკუთარ საგადახდო სისტემაში გაწევრიანებისაკენ მოუწოდებს.

HSBC Hong Kong-ის წარმომადგენლობის განმარტებით, ჩინურ CIPS-ში გაწევრიანებით აზიის რეგიონში ტრანზაქციები დაჩქარდება და ხარჯები შემცირდება, რაც სარგებელს მოუტანს როგორც უშუალოდ ბანკს, ასევე მის კლიენტებს.

2015 წელს შექმნილ ჩინურ სისტემას ამჟამად 150-ზე მეტი წევრი ჰყავს და მათი რაოდენობა სწრაფად იზრდება, რაც რეგიონში SWIFT-ის და აშშ-ევროკავშირის გავლენას ამცირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები