მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სი ძინპინი ჩინეთს ხელოვნური ინტელექტის გლობალური წესრიგის ლიდერად მოიაზრებს

სი ძინპინი

სი ძინპინმა პარასკევს ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის (AI) ახალი გლობალური წესრიგის ლიდერად წარადგინა. ქვეყნის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ღია კოდის (open-source) ტექნოლოგიების განვითარებას და ეჭვქვეშ დააყენა აშშ-ის გავლენა იმ წესებზე, რომლებიც ამ სწრაფად მზარდ სექტორს არეგულირებს - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

შანხაიში, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, სი ძინპინმა მოუწოდა სხვადასხვა ქვეყნებს, ხელიდან არ გაუშვან "იშვიათი და ისტორიული შესაძლებლობა", რომელსაც ღია კოდის მქონე ხელოვნური ინტელექტი სთავაზობთ.

იგი დაჰპირდა განვითარებად ქვეყნებს, რომ მათ AI შესაძლებლობების განვითარებაში დაეხმარება და გააფრთხილა, რომ ამ ტექნოლოგიაზე არათანაბარმა ხელმისაწვდომობამ შესაძლოა "ახალი ისტორიული უსამართლობა" გამოიწვიოს.

ეს გამოსვლა ჩინეთის ლიდერის ყველაზე მკაფიო განცხადებაა გლობალური ხელოვნური ინტელექტის მართვაში ქვეყნის ამბიციების შესახებ. მან ჩინური ღია კოდის მქონე AI მოდელები გლობალურ საზოგადოებრივ სიკეთედ წარმოაჩინა, ხოლო პეკინი – ტექნოლოგიური ლიდერობისთვის გლობალურ რბოლაში ვაშინგტონის ალტერნატივად.

სი ძინპინმა ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა ორთქლის ძრავისა და ელექტროენერგიის გამოგონებას შეადარა და აღნიშნა, რომ ჩინეთი მზად არის, გაუზიაროს თავისი AI ტექნოლოგიები და გამოცდილება გლობალური სამხრეთის ქვეყნებს, და ამავე დროს წამყვანი როლი შეასრულოს ამ ტექნოლოგიის საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებაში.

მიუხედავად იმისა, რომ სი ძინპინს პირდაპირ არ უხსენებია ამერიკის შეერთებული შტატები, Reuters-ის შეფასებით, მისმა გამოსვლამ ჩინეთის AI ინიციატივა წარმოაჩინა, როგორც კონკურენტი აშშ-ის ძალისხმევისა, რომელიც გლობალური AI განვითარებისა და კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოებისკენაა მიმართული.

სი ძინპინმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემები ადამიანის კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს და მოუწოდა ქვეყნებს, რისკების სამართავად ადრეული შეტყობინებისა და საგანგებო რეაგირების მექანიზმები შექმნან. მან გააფრთხილა საზოგადოება ისეთი სცენარების შესახებ, როდესაც ავტონომიურმა AI სისტემებმა შესაძლოა დატოვონ ადამიანის ეფექტიანი ზედამხედველობის ფარგლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები