მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Hugo Boss-ი მომდევნო კვარტალში გაყიდვების განახევრებას ელის

5eb14482e30ea
ნათია თაქთაქიშვილი
05.05.20 20:00
754
მსოფლიოში ცნობილი ტანისამოსის ბრენდი Hugo Boss-ი აცხადებს, რომ მართალია, ჩინეთში მაღაზიები გაიხსნა და ასევე, ონლაინ გაყიდვები კარგად მუშაობს, მაგრამ ბრენდი მომდევნო კვარტალში გაყიდვების 50%-იან შემცირებას ელოდება. პირველ კვარტალში კომპანიის გაყიდვებმა 555 მილიონი ევრო შეადგინა. კომპანია აცხადებს, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული ნეგატიური გავლენა იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც Hugo Boss-ის ხელმძღვანელი მარკ ლანგერი აღნიშნავს, კომპანია მაღაზიების გახსნას გერმანიასა და ავსტრიაშიც გეგმავს, მაგრამ მისი თქმით, მყიდველების ოდენობის გაზრდის იმედი ამ ეტაპზე არ აქვთ. ის აღნიშნავს, რომ კომპანიის მაღაზიების სამი მეოთხედი კვლავ დახურული რჩება.

Hugo Boss-ის განცხადებით, კომპანიის ონლაინ გაყიდვები 39%-ით გაიზარდა და პირველ კვარტალში მთლიანი გაყიდვების 11% შეადგინა. ამასთან, ონლაინ გაყიდვებმა მატება გააგრძელა აპრილში და თითქმის გაორმაგდა. მოთხოვნა განსაკუთრებით გაზრდილია ბრენდის სპორტულ ხაზზე.

რაც შეეხება ჩინეთის ბაზარს, მარკ ლანგერი აღნიშნავს, რომ გასული წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მარტსა და აპრილში გაყიდვები 15-20%-ითაა შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები